13 თებერვალს ესპანეთის საკალათბურთო თასის 1/2-ფინალში, გიორგი შერმადინის "ტენერიფე" მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდა.
შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, თუმცა საბოლოოდ მადრიდელებმა 6-ქულიანი უპირატესობით, ანგარიშით 85:79 იმარჯვეს.
აღსანიშნავია, რომ გიორგი შერმადინს, რომელიც ესპანეთის ჩემპიონატის გასული თვის MVP გახდა, ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შეხვედრა ჰქონდა. ქართველმა ლეგიონერმა პარკეტზე 12:46 წუთი გაატარა, რა დროშიც გუნდს მხოლოდ 1 ქულა, 2 მოხსნა და 1 დაფარება შესძინა.
შერმადინის მარგი ქმედების კოეფიციენტი 0-ს უდრიდა. აღნიშნული მაჩვენებელი შერმადინის ესპანურ საკალათბურთო კარიერაში ყველაზე ცუდი შედეგია.
ესპანეთის თასის ფინალში მაყურებელი საკალათბურთო "ელ კლასიკოს" იხილავს ანუ ერთმანეთის პირისპირ "რეალი" და "ბარსელონა" იასპარეზებენ.