Belive

შერმადინის 14 ქულა და ტენერიფეს დამაჯერებელი გამარჯვება დებიუტანტ პალენსიასთან

5 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

"ლენოვო ტენერიფემ", რომლის ღირსებასაც გიორგი შერმადინი იცავს, ესპანეთის ჩემპიონატში მე-5 გამარჯვება მოიპოვა. ტენერიფელებმა ლიგა ენდესას დებიუტანტ "პალენსიას" უმასპინძლეს და დამაჯერებელი სხვაობით – 91:72 იმარჯვეს.

შერმადინმა მოედანზე 22:27 წუთი გაატარა, რა დროშიც თავი 14 ქულას, 5 მოხსნასა და 2 პასს მოუყარა. გიორგიმ 9-დან 7 ორქულიანი ჩააგდო და 3-დან ვერცერთი საჯარიმო გამოიყენა. "ტენერიფედან" 20-20 ქულა ურუგვაელმა ბრუნო ფიტიპალდომ და ბრაზილიელმა მარსელო უერტასმა მოაგროვეს. ხოან სასტრეს ანგარიშზე კი 18 ქულა იყო.

"ტენერიფეს" 10 მატჩში 5 მოგება და 5 მარცხი დაუგროვდა. შერმადინის კლუბი ლიგა ენდესას მე-11 ტურში "გრან კანარიას" ესტუმრება.

წყარო: gbf.ge

სხვა სტატიები