Belive

შერმადინი ACB ლიგის აპრილის თვის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს

1 წლის წინ კალათბურთი
2 წთ

ევროპული კალათბურთის ყველაზე ძლიერი ჩემპიონატი ესპანეთის ლიგა ენდესაა, რომელშიც ამჟამად ორი ქართველი - გიორგი შერმადინი და ბექა ბურჯანაძე ასპარეზობენ. შერმადინი "ტენერიფეს" რიგებში ირიცხება, სადაც თითოეულ შეხვედრაში საკუთარი გუნდისთვის უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს და დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ გუნდისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. 32 წლის ქართველმა კალათბურთელმა, რომელსაც წარსულშიც არაერთი მსგავსი ტიპის აღიარება ჰქონია, აპრილის თვის საუკეთესო მოთამაშის სტატუსი ანუ თვის MVP-ს წოდება მიიღო.



აღსანიშნავია, რომ შერმადინი ლიგის საუკეთესო მოთამაშე მარტშიც გახდა, რაც ერთმნიშვნელოვნად საყურადღებო მიღწევაა.

აპრილის თვეში "ტენერიფემ" 9 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც 6 მათგანი გამარჯვებით დაასრულა. ქართველი ლეგიონერის გუნდი ACB ლიგის სატურნირო ცხრილში, 19 მოგებითა და 12 მარცხით, მე-5 პოზიციას იკავებს. ასევე, ესპანური გუნდი ჩემპიონთა ლიგაზეც განაგრძობს წარმატებულ ასპარეზობას.

სხვა სტატიები