Belive

შენგელიას ვირტუსმა სტუმრად ბარსელონა დაამარცხა

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ევროლიგის მე-17 ტურის შეხვედრაში, "ბარსელონასა" და "ვირტუს ბოლონიას" დაპირისპირება შედგა. ბარსელონაში, "Palau Blaugrana"-ზე გამართული მატჩი, მასპინძელთა მარცხით 75:83 დასრულდა.

"ბარსელონას" წინააღმდეგ მოპოვებულ უმნიშვნელოვანეს გამარჯვებაში, თორნიკე შენგელიამ საკუთარი წვლილი შეიტანა. პარკეტზე გატარებულ 20:09 წუთში, ქართველმა ვარსკვლავმა 5 ქულის, 2 მოხსნის, 6 შედეგიანი გადაცემისა და 2 ჩაჭრის დაგროვება შეძლო.

20 ქულითა და 2 შედეგიანი გადაცემით "ვირტუსს" გაბრიელ ლუნდბერგმა ულიდერა და იტალიური საკალათბურთო კლუბის გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო.

ევროლიგაში მოპოვებული ზედიზედ მეორე გამარჯვების შემდეგ, "ვირტუს ბოლონია" 8 მოგებითა და 9 მარცხით, სატურნირო ცხრილის მე-12 პოზიციაზე იმყოფება. იტალიელები მომდევნო მატჩს 10 იანვარს, "ჟალგირისის" წინააღმდეგ გამართავენ.

სხვა სტატიები