შენგელიას შედეგიანი მატჩი | ბარსელონამ მაკაბი დაამარცხა
1 თვის წინ
კალათბურთი
1 წთ
ევროლიგის მე-4 ტურში ბარსელონამ თელ-ავივის მაკაბი 21-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 92:71 დაამარცხა.
თორნიკე შენგელიამ, რომელიც ბარსელონას ძირითად ხუთეულში იყო, არასრულ 19 წუთში 8 ქულა, 8 შედეგიანი გადაცემა (ყველაზე მეტი მატჩში) და 7 მოხსნა მოაგროვა.
თოკომ დღევანდელ მატჩში 4-დან 2 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 18 შეადგინა, რითაც საკუთარი გუნდის შემადგენლობაში მხოლოდ ვილი ერნანგომესს ჩამორჩა.
ბარსელონა, რომელიც 3 მოგებითა და 1 წაგებით ევროლიგის მე-2 პოზიციაზეა, მომავალ შეხვედრას ხუთშაბათს, 16 ოქტომბერს, დუბაისთან სტუმრად გამართავს.
8 punts, 7 rebots i 8 assistències. I 𝟏𝟖 𝐝𝐞 𝐯𝐚𝐥𝐨𝐫𝐚𝐜𝐢𝐨́.
— Barça Basket (@FCBbasket) October 14, 2025
Bé, Toko! @TokoShengelia23 👏 pic.twitter.com/sufjFWdavv