Belive

შენგელიას ბრწყინვალე თამაში - თოკომ ბარსელონას მოაგებინა

1 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ესპანეთის ლიგა ენდესას (Liga ACB) მე-3 ტურში უნიკახა ბარსელონას დაუპირისპირდა და 77:83 დამარცხდა.

ბარსელონამ ესპანეთის ჩემპიონატში ზედიზედ 2 მარცხის შემდეგ პირველი გამარჯვება მოიპოვა და ამ გამარჯვების მთავარი შემოქმედი თორნიკე შენგელიაა, რომელიც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო.

თორნიკე შენგელიამ პარკეტზე გატარებულ 22:44 წუთში 18 ქულისა და 1 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო და ბარსელონას კრიტიკულ მომენტებში ულიდერა.

კატალონიელები ესპანეთის ჩემპიონატის მე-4 ტურში ბრეოგანს უმასპინძლებენ. შეხვედრა 25 ოქტომბერს გაიმართება.

სხვა სტატიები