შენგელიას 24 ქულა, MVP და ჯენინგის Game Winner-ი ევროლიგაზე (ვიდეო)
ევროლიგის 28-ე ტურში "ბასკონიამ" შინ "ალბა" მიიღო და მეტოქე ძალიან დაძაბულ ბრძოლაში, მეტ ჯენინგის გადამწყვეტი სამქულიანით - 73:72 დაამარცხა. ესპანელთა შემადგენლობაში კვლავ საუკეთესო იყო გუნდის კაპიტანი, თორნიკე შენგელია. ქართველმა ფორვარდმა 34 წუთში 28 ქულას (6-დან 5 ჯარიმა, 13-დან 8 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი), 7 მოხსნას (4 მეტოქის ფარზე), 3 ჩაჭრასა და 1 დაფარებას მოუყარა თავი. თორნიკემ მოახერხა და მატჩის MVP-ის წოდება კიდევ ერთხელ მოიპოვა.
აღსანიშნავია მეტ ჯენინგის თამაშიც, რომელმაც შეხვედრის დასრულებამდე წამებით ადრე, სამქულიანი ჩააგდო და "ბასკონიას" უმნიშვნელოვანესი მოგება მოუტანა.MVP, MVP, MVP! pic.twitter.com/IxYKbeneV1 — Saski Baskonia (@Baskonia) March 6, 2020
"აი როგორ ხდები შენი გუნდის გმირი," - ევროლიგის ოფიციალური გვერდი თორნიკეს დაფარებას ასე გამოეხმაურა. მატჩის დასრულებამდე 3 წამით ადრე შენგელიამ "ალბას" კალათბურთელების სროლა დაბლოკა.STOP WHAT YOU ARE DOING AND WATCH THIS! 😱🔥#7DAYSMagicMoment pic.twitter.com/QbCaWc3ZeH — Turkish Airlines EuroLeague (@EuroLeague) March 6, 2020
OH MY GOODNESS. This is how you become the HERO of your team 🔥🔥🔥#7DAYSMagicMoment pic.twitter.com/L68pCcVhoc — Turkish Airlines EuroLeague (@EuroLeague) March 6, 2020
"ბასკონია" 73:72 "ალბა" - მატჩის ბოლო წუთი