Belive

შენგელიას 11 ქულა - ვირტუსმა ტრევიზო გაანადგურა

2 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-19 ტურში ,,ვირტუს ბოლონიამ'' ,,ტრევიზო'' სტუმრად 39-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 100:61 დაამარცხა.

ბოლონიური გუნდის ძირითად ხუთეულში ითამაშა თორნიკე შენგელიამ, რომელმაც 18 წუთში 11 ქულა, 3 შედეგიანი გადაცემა და 2 მოხსნა მოაგროვა.

თოკომ 5-დან 4 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი 14 შეადგინა.

19 ტურის შემდეგ, ,,ვირტუსი'' 14 მოგებითა და 5 მარცხით სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციაზეა.

შენგელიას გუნდი მომავალ შეხვედრას 9 თებერვალს, ევროლიგაში, ,,მონაკოს'' წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები