Belive

შენგელიას 11 ქულა | ბარსელონამ მილანს მოუგო

1 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ევროლიგის მე-7 ტურში ბარსელონამ მილანს უმასპინძლა და 2-ქულიანი სხვოაბით, ანგარიშით 74:72 დაამარცხა.

კატალონიური გუნდის ძირითად ხუთეულში იყო თორნიკე შენგელია, რომელმაც არასრულ 29 წუთში 11 ქულა, 5 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა.

თოკომ დღევანდელ მატჩში 8-დან 4 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 15 შეადგინა, რითაც საკუთარი გუნდის შემადგენლობაში მხოლოდ სატორანსკისა და კლაიბერნს (ორივეს 16-16) ჩამორჩა.

ბარსელონა, რომელიც 4 მოგებითა და 3 წაგებით ევროლიგის მე-7 პოზიციაზეა, მომავალ შეხვედრას პარასკევს, 31 ოქტომბერს, პარტიზანთან სტუმრად გამართავს.

სხვა სტატიები