Belive

შენგელიამ 14 ქულა მოიპოვა - თუმცა ბასკონია ისევ დამარცხდა

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
თორნიკე შენგელიას "ბასკონია" ესპანეთის ჩემპიონატის მე-4 ტურში გასვლით მატჩში "ბილბაოს" დაუპირისპირდა. შეხვედრა საკმაოდ დაძაბულად წარიმართა, განსაკუთრებით ბოლო მეოთხედი, თუმცა "ბასკონია" მიჯრით მესამეჯერ დამარცხდა. თორნიკე შენგელიამ საკუთარი გუნდის რიგებში ყველაზე მეტი ქულა მოიპოვა, მისი მონაგარი ასეთია - 14 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა. მომდევნო შეხვედრას "ბასკონია" 17 ოქტომბერს, ევროლიგის ეგიდით "ფენერბაჰჩეს" წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები