Belive

შენგელია ცენტრად? ვირტუსში ექსპერიმენტს აპირებენ

1 კვირის წინ კალათბურთი
1 წთ

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია მწყობრშია და 4 ოქტომბერს, ევროლიგის პირველი მატჩისთვის მზად იქნება - "ვირტუს ბოლონია" "ანადოლუ ეფესს" დაუპირისპირდება.

იტალიის ჩემპიონატის პირველ ტურში თორნიკემ დაისვენა, მისმა გუნდმა კი "ტრაპანის" 88:89 მოუგო. Corriere dello Sport წერს, რომ ბოლონიელთა მწვრთნელს, ლუკა ბანკის, ევროლიგის პირველი თამაშისთვის უცნაური გეგმა აქვს, მას გადაწყვეტილი აქვს, რომ თორნიკე შენგელია ცენტრის პოზიციაზე გამოსცადოს მაშინ, როცა ქართველს მთელი კარიერა მე-4 ნომრად აქვს გატარებული.

ბანკის იმედი აქვს, რომ მძიმე ფორვარდზე აკილე პოლონარასა და ახალწვეულ ვილ კლაიბერნს დატვირთავს.

სხვა სტატიები