შენგელია სამეფო თასის ნახევარფინალშია, შერმადინი - ვერა
ესპანეთის საკალათბურთო სამეფო თასის მეოთხედფინალში ბარსელონამაც ითამაშა და ტენერიფემაც. კატალონიელებმა მურსიასთან 91:85 მოიგეს, ხოლო ტენერიფე ბასკონიასთან 91:81 დამარცხდა.
ბარსელონას შემადგენლობაში 20 წუთი ითამაშა თორნიიკე შენგელიამ - ჩვენი ნაკრების კაპიტანმა საკუთარ გუნდს 13 ქულა, ერთი მოხსნა და ერთიც დაფარება მოუტანა. ქართველმა რვიდან 4 ორქულიანი ჩააგდო, პერიმეტრის ხაზიდან მხოლოდ ერთხელ ისროლა და ისიც ზუსტად.
ბასკონიასთან წაგებულ მატჩში, ვეტერან გიორგი შერმადინს 6 ქულა და 3 მოხსნა ჰქონდა - მან პარკეტზე 16 წუთი გაატარა.
ბადის მეორე მხარეს, ერთი ნახევარფინალური წყვილი ვალენსია/რეალია, ხოლო ბარსელონა ბასკონიას დაუპირისპირდება.
El Barça se mete en la SEMIFINAL de la #CopaACB tras vencer al UCAM Murcia.
— #CopaACB (@ACBCOM) February 20, 2026
9⃣1⃣ @FCBbasket
8⃣5⃣ @UCAMMurcia pic.twitter.com/GmKckQa3QC