Belive

შენგელია: "საფრანგეთს პოლონეთი სჯობდა, თუმცა თამაში ყველასთან შეგვიძლია"

2 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ევრობასკეტის მოახლოებული მერვედფინალის წინ, თორნიკე შენგელიამ ჩვენს მეტოქეზე, საფრანგეთის ნაკრებზე ისაუბრა. კაპიტნის თქმით, გუნდში კარგი განწყობაა და ყველა მოტივირებულია.

კარგია, რომ რიგაში ვიმყოფებით, თუმცა ეს საკმარისი არ უნდა იყოს. სასურველი იქნებოდა, ბოსნია დაგვემარცხებინა და საფრანგეთის ნაცვლად პოლონეთს შევხვედროდით, თუმცა პარკეტზე შემართებით და ერთიანი ძალებით გავალთ - ჩვვენ ესპანეთთანაც დავატკიცეთ, რომ ასეთი დონის ნაკრებთან თამაში შეგვიძლია.

ფრანგები თამაშის სწრაფი ტემპით გამოირჩევიან და კარგი უკანახაზელები ჰყავთ, ჩვენს უპირატესობად კი ფარქვეშ თამაში უნდა ვაქციოთ. სამწამიანის დატვირთვა და იქიდან ბურთის პერიმეტრზე გატანა უმნიშვნელოვანესი იქნება. 3-ქულიანის ზონიდან კარგი თამაში ფარქვეშაც მეტ თავისუფლებას მოგვცემს - განაცხადა თორნიკე შენგელიამ

ჩვენი საკალათბურთო ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში საფრანგეთის წინააღმდეგ ითამაშებს. მატჩი 7 სექტემებერს, 16:15 საათზე დაიწყება.

წყარო: საქართველოს პირველი არხი

სხვა სტატიები