Belive

შენგელია: "იმედია, ცსკა-ში გადასვლით ხალხის ჩემ მიმართ დამოკიდებულება არ შეიცვლება..."

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "ბასკონიას" კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ ტელეკომპანია "იმედთან" ინტერვიუ ჩაწერა, სადაც მან მის მომავალზე და "ცსკა"-ში შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა. “ოფიციალურად გადაწყვეტილი არაფერი არ არის, ხელი არ მაქვს მოწერილი, ყველაფერი უბრალოდ ინტერესის დონეზე იყო ცსკა-ს მხრიდან. მე მათ ვუთხარი, რომ მობილიზებული უნდა ვყოფილიყავი ამ ტურნირზე (ესპანეთის ჩემპიონატზე) . რამდენიმე დღეში ყველაფერი გადაწყდება, თუ რა მოხდება. ჩემი აგენტი აწარმოებს მოლაპარაკებას და ინტერესი ყველასგან მოდის. რამდენიმე წლის წინ "რეალიდან" შეთავაზება იყო, წელს კი აღარ ყოფილა."მილანიდან" იყო შემოთავაზება , მაგრამ მალევე, თავიდანვე უარი გვითხრეს... ერთადერთი სერიოზული დაინტერესება "ცსკა"-დან იყო. ამ გუნდში გადასვლით ან არ გადასვლით ჩემი დამოკიდებულება ჩემს ქვეყანაზე და ჩემს ხალხზე ერთი წამითაც არანაირად არ იცვლება. იმედია, ჩემი ქვეყნისა და ხალხის დამოკიდებულებაც ჩემ მიმართ არ შეიცვლება. ჩემს პატრიოტიზმზე და ჩემს სიყვარულზე ჩემი სამშობლოს მიმართ რამე განმარტება რომ დავიწყო, ცოტა უცნაურად მეჩვენება, სიმართლე რომ გითხრათ“. - განაცხადა თორნიკე შენგელიამ.  

სხვა სტატიები