Belive

სეტ კარის რეკორდული მაჩვენებელი

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2020/21 წლების რეგულარული სეზონის ფაქტობრივად 1/3 უკვე ჩავლილია. შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ საკალათბურთო ლიგას საკმაოდ საინტერესო მიმდინარეობა აქვს. აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთ კონფერენციას "ფილადელფია" ლიდერობს, რომელთაც 25 თამაში აქვთ ჩატარებული, საიდანაც 18 მოგება უფიქსირდებათ. "სიქსერსის" ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა სეტ კარია, რომელმაც თავის მხრივ NBA-ში ახალი რეკორდი დაამყარა. კარის რეკორდი შემდეგში მდგომარეობს - ის გახდა პირველი კალათბურთელი, რომელმაც 25 შეხვედრის შემდეგ ორქულიანების 50%, სამქულიანების 50%(!) და საჯარომოების 100% (30/30) ჩააგდო. დღეს, 10 თებერვალს, სეტ კარიმ "საკრამენტოს" წინააღმდეგ პარკეტზე 29:15 წუთი გაატარა, რა დროშიც 22 ქულა, 3 მოხსნა, 1 ასისტი და 1 ჩაჭრა მიითვალა. აღსანიშნავია, რომ კარიმ 2-ქულიანების 53.8%(7/13) ჩააგდო და 3-ქულიანების 66.7% (4/6).


 

სხვა სტატიები