საქართველოს ნაკრებმა 18-წლამდელთა ევრობასკეტი მოგებით დაასრულა
საქართველოს 18-წლამდე საკალათბურთო ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატზე (B დივიზიონი) ბოლო მატჩი ხორვატიასთან ჩაატარა, 83:81 მოიგო და ტურნირი მეშვიდე ადგილზე დაასრულა.
პირველი მეოთხედის 1 ქულით მოგების შემდეგ, საქართველომ მეორე მეოთხედი ჩააგდო და დიდ შესვენებაზე 13-ქულიანი ჩამორჩენით გავიდა. ჩვენი გუნდი მესამე მეოთხედიდან თამაშში დაბრუნებას შეუდგა და ბოლო მეოთხედის წინ სხვაობა სულ რაღაც 2 ქულამდე შეამცირა, საბოლოოდ კი, გადამწყვეტი მეოთხედი 24:20 მოიგო და გამარჯვებაც დაიტოვა.
საოცარი შეხვედრა ჩაატარა გუნდის ლიდერმა, მათე ხატიაშვილმა - ქართველმა გამთამაშებელმა 13 ქულა, 14 პასი და 7 მოხსნა დააგროვა. ლიდერი ქულებში მათე ყავლაშვილი იყო - 16 ქულით, დავით ფაჩულიამ ჩვენს ნაკრებს 14 ქულა მოუტანა (7 მოხსნასა და 4 პასთან ერთად), ხოლო გიორგი დოხნაძემ და სანდრო შერვაშიძემ 11/11 ქულა დააგროვეს.
ზედიზედ 3 მარცხის შემდეგ (ჯგუფში-უნგრეთი, პლეი ოფში - ნიდერლანდები და რუმინეთი), ანატოლი ბოისას გაწრვთნილმა გუნდმა ტურნირი პოზიტიურად დაასრულა.