Belive

საქართველოს კალათბურთელთა U20 ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას აგრძელებს

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

საქართველოს 20 წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას 15 კაციანი შემადგენლობით აგრძელებს. კალათბურთელები დღეს ღამე ლატვიაში მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში გაფრინდებიან, სადაც ლატვიის ნაკრების წინააღმდეგ 2 ამხანაგურ მატჩს გამართავენ, ასევე დაგეგმილია 2 ამხანაგური სომხეთის ნაკრებთან ერევანში და 2 მატჩი უკრაინასთან ლატვიაში.

გუნდი ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონისთვის ემზადება, რომელიც 12-21 ივლისს, რუმინეთში გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ გუნდთან ერთად არ არიან გიორგი ოჩხიკიძე და ათუკა ბახტაძე, რომლებიც ეროვნულ ნაკრებთან ერთად შეკრებაზე იტალიაში იმყოფებიან. ისინი 20 წლამდელებს მოგვიანებით შეუერთდებიან.

სხვა სტატიები