Belive

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ფულადი ჯილდო გადაეცა

2 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

გუშინ, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევრობასკეტზე ისტორიული შედეგი დააფიქსირა. ჩვენმა გუნდმა 1/8-ფინალში საფრანგეთი 80:70 დაამარცხა და ტურნირის 1/4-ფინალში გავიდა, სადაც ფინეთს შეხვდება.

ისტორიულ შედეგს საქართველოს მთავრობა გამოეხმაურა:

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს, ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის 3 მილიონი ლარი გადაეცემა. ნაკრები 3 მილიონ ლარს მიიღებს, ყოველი შემდგომი მატჩის მოგებისთვის. - საქართველოს მთავრობა

შეგახსენებთ, რომ მატჩში ყველაზე მეტი ქულა, თანაბრად ჩააგდეს თორნიკე შენგელიამ და კამარ ბოლდუინმა, მათი მონაგარი 24 ქულას გაუტოლდა. სანდრო მამუკელაშვილს ორმაგი დუბლი ჰქონდა - 14 ქულა, 11 მოხსნა.

1/4-ფინალური შეხვედრა საქართველოსა და ფინეთს შორის 10 სექტემბერს 18:00 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები