Belive

საქართველომ გიბრალტარი თითქმის 100-ქულიანი სხვაობით დაამარცხა

4 თვის წინ კალათბურთი
2 წთ

საქართველოს 18 წლამდელთა ქალთა ნაკრებმა ევრობასკეტის C დივიზიონში 3-დან 3 მატჩი მოიგო. ახალგაზრდულმა ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში გიბრალტარი ძალიან დიდი სხვაობით, 131:35 დაამარცხა და პირველი ადგილი დაიკავა.

საქართველოს 18 წლამდელების მიერ მოგებული პერიოდები ასე გამოიყურება - 40:6, 32:15, 23:10, 36:4.

ქართველების სტატისტიკა გიბრალტარის წინააღმდეგ:

  • ნიცა საბადაშვილი - 56 ქულა, 6 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 6 ჩაჭრა და 1 დაფარება.

  • სალომე სვანი - 24 ქულა, 3 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა და 4 დაფარება.

  • ელენე ნიგურიანი - 14 ქულა, 4 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა.

  • ანა გელაშვილი - 8 ქულა, 12 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა, 8 ჩაჭრა და 1 დაფარება.

  • ანუკი კომახიძე - 8 ქულა, 8 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 5 ჩაჭრა.

  • თამარ კახეთელიძე - 7 ქულა, 1 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა, 4 ჩაჭრა და 1 დაფარება.

  • ანასტასია ტუღუში - 6 ქულა, 7 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 5 ჩაჭრა.

  • ლიზი აბრამიშვილი - 6 ქულა, 4 მოხსნა და 2 ჩაჭრა.

  • მარიამ ქორიძე - 2 ქულა, 7 მოხსნა და 2 ჩაჭრა.

  • ლიზი ტყეშელიაძე - 1 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა.

  • ნატალი ებრალიძე - 2 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა.

  • ლიზი მოწყობილი - 1 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა.

საქართველოს ნაკრებმა პირველ ტურში მალტა 76:67 დაამარცხა, მეორე შეხვედრაში კი ჩვენმა ნაკრებმა კვიპროსის წინააღმდეგ 71:61 გაიმარჯვა.

საქართველოს მეტოქის ვინაობა ნახევარფინალში ჯერჯერობით უცნობია, რადგან ჯერ უნდა გაირკვეს რომელი გუნდი დაიკავებს A ჯგუფში მეორე ადგილს.

სხვა სტატიები