Belive

საქართველოს U16 ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას იწყებს

1 წლის წინ კალათბურთი
2 წთ
11 აგვისტოს, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში იწყება ევროპის 16-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონი, სადაც 22 ქვეყანას შორის საქართველოს ნაკრებიც იასპარეზებს. ეს გახლავთ ფიბა-ს მიერ ორგანიზებულ კონტინენტის ასაკობრივი პირველობებიდან უკანასკნელი, რომელშიც ქართველებს შანსი აქვთ, სამეულში მოხვდნენ და მომავალი წლისთვის A დივიზიონში იასპარეზონ. ირაკლი ჩერქეზიშვილისა და დიმიტრი ჯაკობოვის გაწვრთნილი გუნდის შემადგენლობაში ეს 12 კალათბურთელია: ლუკა მუჯირიშვილი, ნიკოლოზ აბულაძე, იოსებ გუგუციძე, ნიკოლოზ ფუტურიძე, ნიკოლოზ გურგენიძე, ალექსანდრე დაუშვილი, ავთანდილ ბახტაძე, ბაჩანა შველიძე, თემური კაპანაძე, გოგიტა ბუკია, გურამ ცხადაძე, ლუკა ბარბაქაძე. საქართველოს ნაკრები A ჯგუფში მოხვდა და თამაშებს შემდეგი განრიგის შესაბამისად გამართავს: საქართველო vs ბელგია 11 აგვისტო, 14:45 უნგრეთი vs საქართველო 12 აგვისტო, 21:30 საქართველო vs ესტონეთი 13 აგვისტო, 19:15 ავსტრია vs საქართველო 15 აგვისტო, 21:30 საქართველო vs კვიპროსი 16 აგვისტო, 17:00 * მითითებულია თბილისის დრო ჯგუფური ეტაპის თამაშების შემდეგ, საუკეთესო 2 გუნდი მეოთხედფინალში გავა და ბრძოლას საპრიზო ადგილებისთვის განაგრძობს. A ჯგუფი, რომელშიც საქართველოა, B ჯგუფზე იკვეთება, რაც იმას ნიშნავს, რომ პლეი ოფში გასვლის, ან გაუსვლელობის შემთხვევაში, საქართველოს ნაკრებს მეოთხედფინალში (ან საკვალიფიკაციოში) ამ ჯგუფის გუნდებთან მოუწევს დაუპირისპირდება. B ჯგუფში არიან ჩეხეთი, შვეიცარია, ისლანდია, ლუქსემბურგი და ბულგარეთი. ყველა მატჩის პირდაპირი ლაივ-სტიმი იხილეთ | FIBA-ს 16-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ოფიციალურ ვებ-გვერდზე  წყარო: საქართველოს კალათბურთის ფედერაცია

სხვა სტატიები