Belive

საქართველოს ნაკრებმა სტუმრად ნიდერლანდები დაამარცხა

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა სტუმრად ნიდერლანდებს 8-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 88-80 მოუგო.

ილია ზუროსის გუნდს თორნიკე შენგელიამ ულიდერა, რომელმაც 30 წუთში 25 ქულა, 6 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა მოაგროვა. 22 ქულა და 6 მოხსნა იყო გიორგი შერმადინის ანგარიშზე.

ნიდერლანდების ნაკრებში იანიკ კრააგი გამოირჩა, უკანახაზელმა 23 ქულას, 9 მოხსნასა და 1 დაფარებას მოუყარა თავი.

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დასკვნით შეხვედრას კვირას, 26 თებერვალს, თბილისში, ისლანდიის წინააღმდეგ გამართავს და გამარჯვების შემთხვევაში, ტურნირის საგზურს გაიფორმებს.

სხვა სტატიები