Belive

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ევრობასკეტის დასკვნით შეხვედრაში ბულგარეთი გაანადგურა

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის მე-15 ადგილისთვის ბრძოლაში ბულგარეთი 23-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 64:41 დაამარცხა და ასპარეზობა მე-15 ადგილზე დაასრულა (ტურნირში სულ 22 გუნდი მონაწილეობდა) კიდევ ერთი გამორჩეული მატჩი ჩაატარა საქართველოს ნაკრების უკანახაზელმა, გიორგი ოჩხიკიძემ, რომელმაც 29 წუთში 22 ქულა, 4 შედეგიანი გადაცემა, 4 მოხსნა და 3 ჩაჭრა მოაგროვა. გიორგიმ 9-დან 4 ორქულიანი, 6-დან 3 სამქულიანისა და 6-დან 5 საჯარიმოს ჩაგდება შეძლო. 8 ქულა, 17 მოხსნა და 1 პასი იყო გიორგი სულაბერიძის ანგარიშზე. ბულგარელებს 10 ქულით, 4 მოხსნითა და 1 ასისტით ილიან პიშტიკოვმა ულიდერა. საქართველომ ევრობასკეტზე გამართული 8 შეხვედრიდან 4-ში იმარჯვა, 4-ში კი დამარცხდა. დავით როგავას გუნდმა ჯგუფში მე-4 ადგილი დაიკავა, შემდეგ კი უკრაინასთან და უნგრეთთან წააგო. ევრობასკეტის B დივიზიონის ფინალში შვედეთმა დანიას მოუგო და ტურნირის გამარჯვებული გახდა.