Belive

საქართველო-იტალიის მატჩზე ბილეთების გაყიდვა 11 ნოემბერს დაიწყება

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

14 ნოემბერს, 19:00 საათზე, “თბილისი არენაში”, 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები იტალიას დაუპირისპირდება!

საქართველოიტალიის მატჩის ბილეთების გაყიდვა tkt.geზე 11 ნოემბერს, 16:00 საათზე დაიწყება.

მაყურებლებისთვის შეთავაზებულია სხვადასხვა კატეგორიის ბილეთი, რომლის ფასი განსაზღვრულია 15 ლარიდან  50 ლარამდე.

მე-2 იარუსი  – 15, 20, 25, 30 ლარიანი ბილეთები.

1-ლი იარუსი – 35, 40 და 50 ლარიანი ბილეთები.

*ბილეთების ფასები მოცემულია მოედნის მხედველობიდან გამომდინარე.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია გულშემატკივრებს მოუწოდებს თამაშზე ერთი საათით ადრე მობრძანდნენ. მაყურებლებისთვის „თბილისი არენას“ კარი 18:00 საათიდან გაიხსნება.

მაყურებელთა ინფორმაციისთვის:

  • პირველ იარუსის ბილეთების მფლობელებისთვის დარბაზის ცენტრალური მხრიდან (უნივერსიტეტის ქუჩა) გამოყოფილი იქნება შესასვლელები.
  • მეორე იარუსის ბილეთების მფლობელი გულშემატკივრები თბილისი არენაზე შესვლას შეძლებენ გ. ბარნაბიშვილის ქუჩაზე მდებარე შესასვლელებიდან.

თბილისი არენაზე მოსული მაყურებელი უნდა გაეცნოს და დაეთანხმოს არენაზე ქცევის წესებსა და აკრძალული ნივთების ჩამონათვალს:

➥ არენაზე ქცევის წესები და აკრძალული ნივთები 

უგულშემატკივრეთ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს!  #WinForGeorgia

მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას განახორციელებს საქართველოს პირველი არხი – www.1tv.ge

წყარო: gbf.ge

სხვა სტატიები