საქართველო ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპის E ჯგუფის მატჩებს უმასპინძლებს
5 წლის წინ
კალათბურთი
2 წთ
აღნიშნული რეგულაციებით, საკვალიფიკაციო მატჩების ჩატარება საერთაშორისო კალათბურთის ფედერაციამ (FIBA) კოვიდ 19-ის პანდემიის გამო გადაწყვიტა. ჩვენს ქვეყანას, რომელიც 2022 წელს ევრობასკეტს, ხოლო 2021 წლის ზაფხულში 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს, საორგანიზაციო კუთხით კიდევ ერთი საპასუხისმგებლო მისია დაეკისრა და “ბაბლის” პრინციპით ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპის თებერვლის ფანჯრის ყველა შეხვედრას უმასპინძლებს, რაც უდიდესი გამოცდილება იქნება მომავალი საკონტინენტო მნიშვნელობის ტურნირების წინ. ღონისძიება ტარდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წერილის – MES 2 20 0000865628 თანახმად, ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციასთან (Covid-19) დაკავშირებული შეზღუდვების პირობებში თამაშების ჩატარების/ორგანიზების და საერთაშორისო კალათბურთის ფედერაციის (FIBA) რეგულაციებით. წყარო: GBF.ge