Belive

საქართველო-ესპანეთის მატჩზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო

1 წლის წინ კალათბურთი
2 წთ
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ფანჯარაში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. საქართველოესპანეთის მატჩი 4 ივლისს, "თბილისი არენაზე" (მის: უნივერსიტეტის ქუჩა N 15ა) 19:00 საათზე გაიმართება. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია გულშემატკივრებს მოუწოდებს თამაშზე ერთი საათით ადრე მობრძანდნენ. მაყურებლებისთვის "თბილისი არენას" კარები 18:00 საათიდან გაიხსნება. "თბილისი არენაზე" მოსული მაყურებელი უნდა გაეცნოს და დაეთანხმოს არენაზე ქცევის წესებსა და აკრძალული ნივთების ჩამონათვალს: ➥ არენაზე ქცევის წესები და აკრძალული ნივთები  გულშემატკივრებისთვის გამოყოფილი იქნება დარბაზის ცენტრალური მხრიდან  (უნივერსიტეტის ქუჩა) 4 შესასვლელი და ყველა მაყურებელმა უნდა ისარგებლოს ბილეთზე დატანილი შესასვლელით.  მაყურებლების ინფორმაციისთვის, უნივერსიტეტის ქუჩაზე 4 ივლისს, 16:00 საათიდან შეიზღუდება ავტომობილით გადაადგილება და დაშვებული იქნება მხოლოდ ცალმხრივი მოძრაობა პ.ქავთარაძის ქუჩიდან მ.თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით. გულშემატკივრებს ავტომობილების პარკირება შეეძლებათ მაცხოვრის ამაღლების ეკლესიისა და თსუ ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიებზე. საქართველო-ესპანეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა tkt.ge-ზე უკვე დაიწყო. მაყურებლებისთვის შეთავაზებულია სხვადასხვა კატეგორიის ბილეთი, რომლის ფასი განსაზღვრულია 15 ლარიდან  50 ლარამდე. მე-2 იარუსი  – 15, 20, 25, 30 ლარიანი ბილეთები. 1-ლი იარუსი – 30, 35-40 და 50 ლარიანი ბილეთები.  უგულშემატკივრეთ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს!  #WinForGeorgia მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას განახორციელებს საქართველოს პირველი არხი – www.1tv.ge წყარო: საქართველოს კალათბურთის ფედერაცია

სხვა სტატიები