Belive

სანდრო მამუკელაშვილმა ტორონტოში პირველად ითამაშა და დენვერს 15 ქულა ჩაუგდო

1 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის გახსნამდე, გუნდებმა პრე-სეზონის გამახურებელი მატჩების ჩატარება დაიწყეს. ვანკუვერში, ტორონტო რაპტორსმა დენვერ ნაგეტსი მიიღო და 108:112 დამარცხდა.

მატჩი იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა, სანდრო მამუკელაშვილმა, ახალი გუნდის შემადგენლობაში (ტორონტო რაპტორსი) პირველი შეხვედრა ჩაატარა.

მიუხედავად იმისა, რომ სანდროს ძირითადი ხუთეულიდან არ დაუწყია, საკუთარი გუნდის შემადგენლობაში, პარკეტზე ყველაზე მეტი დრო გაატარა (22:40) მამუკელაშვილმა ტორონტოს 15 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა მოუტანა. ქართველმა 3-დან სამი ორქულიანი ჩააგდო, პერიმეტრიდან კი 5-ჯერ გაუშვა ბურთი და 3-ჯერ ზუსტი აღმოჩნდა - საჯარიმოები არ უსვრია. ტორონტოს შემადგენლობაში, ყველაზე მეტი, 19 ქულა, ბარეტმა და ინგრამმა დააგროვეს.

სხვა სტატიები