Belive

სანდრო მამუკელაშვილი სან ანტონიოსთან ახალ კონტრაქტზე შეთანხმდა

10 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი, სანდრო მამუკელაშვილი მომავალ სეზონს კვლავ ,,სან ანტონიო სპურსში'' გაატარებს. ინფორმაციას ადრიან ვოინაროვსკი ავრცელებს:

,,თავისუფალი აგენტი, სანდრო მამუკელაშვილი სან ანტონიო სპურსთან 1-წლიან კონტრაქტს დათანხმდა და ხელფასის სახით 2 მილიონ დოლარს მიიღებს,'' - წერს ვოინაროვსკი ტვიტერის პირად გვერდზე.

სანდრო მამუკელაშვილი ,,სან ანტონიოში'' მიმდინარე წლის მარტში, ,,მილუოკი ბაქსიდან'' გადავიდა. 24 წლის ფორვარდი ,,სპურსში'' ჩატარებულ 19 შეხვედრაში საშუალოდ 10,8 ქულას, 6,8 მოხსნასა და 2,4 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.

გრეგ პოპოვიჩის გუნდმა გასული სეზონი 22 მოგებითა და 60 მარცხით დასავლეთ კონფერენციის ბოლო, მე-15 ადგილზე დაასრულა.

სხვა სტატიები