Belive

სანდრო მამუკელაშვილი: "იანისს რომ ეთამაშა აუცილებლად ავიყვანდი..."

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "მილუოკი ბაქსის" კალათბურთელმა - სანდრო მამუკელაშვილმა, "მილუოკის" პრესკონფერენციაზე ისაუბრა და გასული სანაკრებო მატჩები შეაჯამა.

"სახალისო იყო, რადგან იანისის წინააღმდეგ პერსონალურად თამაში მსურდა. მე და ჩემს თანაგუნდელს (თორნიკე შენგელია) მისი აყვანა გვინდოდა. მის წინააღმდეგ სათამაშოდ ვემზადებოდით. არ ვიტყვი რა გავაკეთეთ, ეს საიდუმლოა, მაგრამ მის წინააღმდეგ სათამაშოდ მზად ვიყავით. არავისთვის უცხო არაა, თუ რამდენად დიდია იანისი ევროპაში. როდესაც გავიგეთ, რომ ის არ თამაშობდა, გასახდელში ყველა გულდაწყვეტილი ვისხედით და ვამბობდით, ღმერთო ჩემო იანისი არ თამაშობს. მატჩის დასრულების შემდეგ, ხაზში ჩავდექით, რომ ერთმანეთისთვის ხელი ჩამოგვერთვა. ვხედავდი ჩემს თანაგუნდელებს, რომლებიც იანისს ხელს ართმევდნენ და ხაზში უკან ბრუნდებოდნენ, ვეკითხებოდი ამას, რატომ აკეთებთ და მპასუხობდნენ: მას მეორედაც უნდა ჩამოვართვა ხელი, ეს დაუჯერებელია. ვისურვებდი, რომ იანისს ეთამაშა, მაგრამ ასე არ მოხდა. რომ ეთამაშა აუცილებლად ავიყვანდი". - სანდრო მამუკელაშვილი.

სხვა სტატიები