Belive

ილიას ზუროსმა ისრაელისთვის 12 კალათბურთელი შეარჩია

5 წლის წინ სხვა
1 წთ
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეორე ეტაპზე ასპარეზობას იწყებს. ილიას ზუროსის მომზადებული ნაკრები 13 და 16 სექტემბერს მეორე ეტაპის სადებიუტო მატჩებს გამართავს თელ ავივსა და თბილისში. ილიას ზუროსმა თავდაპირველად 19 მოთამაშე გამოიძახა, რომელთაგან მოახლოვებული თამაშებისთვის 12 მოთამაშე შეარჩია. საქართველოს ეროვნული ნაკრები 13 სექტემბერს თელ-ავივში "ნოკია არენაზე" ისრაელის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. საქართველოს ნაკრები  შესარჩევ საკვალიფიკაციო ეტაპზე 6 მატჩს გამართავს. ჩვენი მეტოქეები იქნებიან: ისრაელის, ესტონეთისა და საბერძნეთის ნაკრებები. ისრაელთან ჩატარებული მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრები თბილისში დაბრუნდება და 16 სექტემბერს, სპორტის სასახლეში, საბერძნეთს დაუპირისპირდება. გთავაზობთ 12 კაციან განაცხადს: გიორგი ცინცაძე (8), რატი ანდრონიკაშვილი (4), დუდა სანაძე (10), მეტ ჯენინგი (22), მიხეილ ჭოჭუა (13), მერაბ ბოქოლიშვილი (18), ლევან ფაცაცია (12), მიხეილ ბერიშვილი (17), თორნიკე შენგელია (23), ილია ლონდარიძე (99), გიორგი შერმადინი (9), გოგა ბითაძე (35)

სხვა სტატიები