მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების უკანახაზელმა, დუდა სანაძემ, ისაუბრა: ,,ძალიან რთული მატჩი გამოვიდა. ემოციებისგან დაცლილები ვართ… რა გითხრათ, ამ მომენტისთვის ვლოცულობდით და ღმერთმა გადმოგვხედა. ჩვენი თამაში არ გამოგვივიდა, მაგრამ, ასე რომ ვთქვათ, ძლიერს უმართლებს, ჩვენ კი უფრო ძლიერი გუნდი ვიყავით და გაგვიმართლა. მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო, მსოფლიოს საუკეთესო გულშემატკივრებს! გპირდებით, რომ მსოფლიოზე უკეთესი გუნდი […]