Belive

სან ანტონიოს ზედიზედ მეექვსე მოგება - ვემბანიამამ უნიკალური შედეგი დააფიქსირა

4 საათის წინ კალათბურთი
1 წთ

სან ანტონიო ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარულ სეზონში დალასს დაუპირისპირდა და 112:111 გაიმარჯვა. სპურსის ზედიზედ მეექვსე გამარჯვებაში ლომის წილი ამჯერადაც ვიქტორ ვემბანიამამ დაიდო, რომელმაც პარკეტზე გატარებულ 34:04 წუთში 52 ქულის, 24 მოხსნის, 8 დაფარებისა და 2 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო.

გარდა იმისა, რომ დალასთან მოპოვებული 52 ქულითა და 24 მოხსნით, ვიქტორ ვემბანიამამ პერსონალური საუკეთესო შედეგი დააფიქსირა, NBA-ის უნიკალური რეკორდიც გაიმეორა, რომელიც 57 წლის განმავლობაში ლეგენდარულ უილტ ჩემბერლენს ეკუთვნოდა. ერთ კონკრეტულ მატჩში მოპოვებული მინიმუმ 50 ქულისა და 24 მოხსნის მხრივ, ჩემბერლენმა 1969 წლის თებერვალში, ერთ მატჩში 66 ქულა და 27 მოხსნა დააგროვა.

NBA-ის მიმდინარე სეზონში სპურსს 6 მოგება და 2 მარცხი აქვს, რის შედეგადაც დასავლეთ კონფერენციის მე-5 პოზიციაზე იმყოფება.