Belive

სან ანტონიოს ზედიზედ მე-16 წაგება | სანდრო მამუკელაშვილს ისევ არ უთამაშია

5 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში სან ანტონიო "სპურსი" ჩიკაგო "ბულსს" დაუპირისპირდა და 112:121 დამარცხდა. ეს ტეხასური გუნდისთვის ზედიზედ მე-16 მარცხია.

სანდრო მამუკელაშვილს სათამაშო დრო ისევ არ მისცემია .

მატჩის საუკეთესო მექულე კობი ვაითი გახდა 24 ქულით. ორმაგი დუბლი ჰქონდა ნიკოლა ვუჩევიჩს 21 ქულა და 16 მოხსნა. "ბულსის" კალათბურთელებიდან კიდევ ერთი ორმაგი დუბლი დემარ დეროუზანს ჰქონდა 20 ქულასთან ერთად მან 10 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.

სან ანტონიოს რიგებიდან საუკეთესო ვიქტორ ვემბანიამა იყო ორმაგი დუბლით, ფრანგ კალათბურთელს 21 ქულა და 20 მოხსნა ჰქონდა.

სხვა სტატიები