Belive

სან ანტონიოს წაგებათა სერია გრძელდება - ატლანტასთან მამუკელაშვილს არ უთამაშია

4 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ,,სან ანტონიო სპურსი'' შინ ,,ატლანტა ჰოუქსთან'' 2-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 135:137 დამარცხდა. შედეგად, გრეგ პოპოვიჩის გუნდის წაგებათა სერია ზედიზედ 13 მატჩამდე გაიზარდა.

დღეს არ უთამაშია სანდრო მამუკელაშვილს, რომელსაც წინა შეხვედრაში (დენვერთან) მწვრთნელმა 7 წუთამდე დაუთმო.

,,სპურსს'' 33 ქულით, 8 მოხსნით, 6 პასითა და 1 ჩაჭრით ჯერემი სოხანმა ულიდერა. 21 ქულა, 12 მოხსნა, 4 დაფარება, 2 ასისტი და 2 ჩაჭრა იყო ვიქტორ ვემბანიამას ანგარიშზე.

გამორჩეული მატჩი ჩაატარა ,,ატლანტას'' უკანახაზელმა ტრეი იანგმა, რომელმაც 45 ქულას, 14 შედეგიან გადაცემას, 4 მოხსნასა და 2 ჩაჭრას მოუყარა თავი.

,,სან ანტონიო'' 3 მოგებითა და 15 მარცხით დასავლეთ კონფერენციის ბოლო პოზიციაზეა. სანდრო მამუკელაშვილის გუნდი მომავალ შეხვედრას ხვალ, ,,ნიუ ორლეანს პელიკანსის'' წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები