Belive

სან ანტონიომ ლატარია მოიგო - "უცხოპლანეტელი" მამუს თანაგუნდელი გახდება?!

11 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2023 წლის დრაფტის ლატარია და პირველი პიკი "სან ანტონიო სპურსმა" მოიგო, რაც იმას ნიშნავს, რომ უდიდესი ალბათობით სანდრო მამუკელაშვილის თანაგუნდელი "უცხოპლანეტელად" და საუკუნის ტალანტად შერაცხული ვიქტორ ვემბანიამა გახდება.

NBA-ს ექსპერტები, მიმომხილველები და გულშემატკივრები ვემბანიამას უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებენ - "ვემბი" ლებრონ ჯეიმსის (2003) შემდეგ ყველაზე დიდ ტალანტადაა მიჩნეული და ნაკლებად სავარაუდოა, რომ "სან ანტონიომ" მასზე უარი თქვას.

NBA-ს დრაფტის ლატარია

1. სან ანტონიო
2. შარლოტი
3. პორტლენდი
4. ჰიუსტონი
5. დეტროიტი
6. ორლანდო
7. ინდიანა
8. ვაშინგტონი
9. იუტა
10. დალასი
11. ორლანდო (ჩიკაგო)
12. ოკლაჰომა
13. ტორონტო
14. ნიუ ორლეანსი

სხვა სტატიები