Belive

სან ანტონიო სპურსი ისევ დამარცხდა - მამუკელაშვილს არ უთამაშია

6 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) მორიგ შეხვედრაში, "სან ანტონიო სპურსმა" "მაიამი ჰიტი" მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 113-118 დამარცხდა.

მაიამელებს დანკან რობინსონმა და ბემ ადებაიომ ულიდერეს, შესაბამისად 26 და 24 ქულით, ადებაიოს ანგარიშზე 11 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემაც არის. ისევ კარგი იყო ვიქტორ ვემბანიამა, რომელმაც შეხვედრა სამმაგი დუბლის ზღვარზე დაასრულა - 18 ქულით, 11 მოხსნითა და 7 გადაცემით. ცალკე აღნიშვნის ღირსია კელდონ ჯონსონის ორმაგი დუბლი (20 ქულა, 12 მოხსნა), რომელსაც სან ანტონიოს შემადგენლობაში ყველაზე მეტი ქულა ჰქონდა.

სანდრო მამუკელაშვილი, რომელსაც წინა შეხვედრებში რამდენიმე წუთით თამაშის საშუალება მიეცა, "მაიამი ჰიტთან" პარკეტზე არ გამოჩენილა.

ამ მომენტისთვის, "სან ანტონიო სპურსი" დასავლეთ კონფერენციაში ბოლოს წინა, მე-14 ადგილზეა, გუნდს ჩატარებულ 10 შეხვედრაში 7 მარცხი აქვს.

სხვა სტატიები