Belive

სან ანტონიო ბოსტონთან დამარცხდა | მამუკელაშვილმა 5 წუთამდე ითამაშა

3 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ორი მოგების შემდეგ, ,,სან ანტონიო სპურსმა'' ზედიზედ მესამე შეხვედრა დათმო. პოპოვიჩის გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერს, ,,ბოსტონ სელტიქსს'', ესტუმრა და 19-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 98:117 დამარცხდა.

დღევანდელ მატჩში 5 წუთამდე ითამაშა სანდრო მამუკელაშვილმა, რა დროშიც ქართველმა ფორვარდმა 2 ქულისა და 2 ასისტის მოგროვება შეძლო.

,,სპურსს'' 27 ქულით, 5 მოხსნით, 1 პასითა და 1 დაფარებით ვიქტორ ვემბანიამამ ულიდერა.

,,სელტიქსის'' რიგებში 24 ქულით, 5 მოხსნითა და 2 შედეგიანი გადაცემით ჯეისონ ტეიტუმი გამოირჩა.

,,სან ანტონიო'' 7 მოგებითა და 33 მარცხით დასავლეთ კონფერენციის ბოლო პოზიციაზეა. სანდრო მამუკელაშვილის გუნდი მომავალ შეხვედრას კვირას, 20 იანვარს, ,,შარლოტ ჰორნეტსის'' წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები