Belive

სახეცვლილი NBA ALL STAR-ის გამარჯვებული აშშ-ს ვარსკვლავების გუნდი გახდა

1 თვის წინ კალათბურთი
2 წთ

NBA-ში ყველა ვარსკვლავის მატჩის ახალი ფორმატი გაიმართა, სადაც სამი გუნდი მონაწილეობდა, რომელიც 4 შეხვედრად ჩატარდა, თითოეული დაპირისპირების ხანგრძლივობა კი 12 წუთს შეადგენდა.

პირველ შეხვედრაში აშშ-ს ვარსკვლავების გუნდმა (Team Stars) მსოფლიო ნაკრები (Team World) 37:35 დაამარცხა, მეორე მატჩში ხაზების გუნდმა (Team Stripes) ვარსკვლავების გუნდის წინააღმდეგ 42:40 გაიმარჯვა.

ფინალურ მატჩამდე კი ხაზების გუნდი მსოფლიო ნაკრებს დაუპირისპირდა და აღნიშნულ შეხვედრაშიც გამარჯვება ხაზებს დარჩათ (48:45).

საბოლოოდ ფინალური მატჩი ხაზების გუნდსა და აშშ-ს ვარსკვლავების გუნდს შორის გაიმართა, სადაც დიდი სხვაობა დაფიქსირდა და ვარსკვლავებმა მეტოქეს 47:21 სძლიეს, ტურნირის საუკეთესო მოთამაშე კი ენტონი ედვარდსი გახდა, მან სამივე შეხვედრაში ჯამში 32 ქულა ჩააგდო.

ვარსკვლავების გუნდის შემადგენლობა ასე გამოიყურებოდა: დევინ ბუკერი, კეიდ კანინგემი, ჯეილენ დურენი, ენტონი ედვარდსი, ტაირის მაქსი, სკოტი ბარნსი, ჩეტ ჰოლმგრენი და ჯეილენ ჯონსონი.

ხაზების შემადგენლობა: ლებრონ ჯეიმსი, კავაი ლეონარდი, კევინ დურანტი, ჯეილენ ბრაუნი, ჯეილენ ბრანსონი, დე'აარონ ფოქსი, ბრენდონ ინგრამი და დონოვან მიტჩელი.

მსოფლიო ნაკრების შემადგენლობა: პასკალ სიაკამი, ვიქტორ ვემბანიამა, კარლ-ენტონი თაუნსი, დენი ავდია, ჯამალ მარი, ლუკა დონჩიჩი, ნიკოლა იოკიჩი, ნორმან პაუელი და ალპერენ შენგუნი.

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე წლის NBA ALL-STAR საკმაოდ სახეცვლილი და ორიგინალური იყო. პირველ თამაშში მონაწილე აშშ-ს ვარსკვლავებსა და მსოფლიო ნაკრებს შორის გამარჯვებული, მეორე მატჩში ხაზების გუნდს დაუპირისპირდა. პირველ თამაშში დამარცხებული კი შემდეგ მესამე მატჩში კვლავ ხაზებს შეხვდა და ამ სამი დაპირისპირების შემდეგ, ორი საუკეთესო გუნდი, გამარჯვებებისა და წაგებების მაჩვენებლით, ანუ ქულების სხვაობით განისაზღვრა და სწორედ ასე შედგა ფინალური წყვილიც.