Belive

"ანდრონიკაშვილმა რაც მოისურვა ყველაფერი გააკეთა, ვერაფერი მოვუხერხეთ" - გიოტინგენის მწვრთნელი

5 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

"თსუ" ფიბა ევროპის თასზე დაძაბულ მატჩში გერმანულ "გიოტენგენთან" 86:85 დამარცხდა. ძალიან დასანან მარცხში საუკეთესო რატი ანდრონიკაშვილი იყო 31 ქულით, რომელმაც ბოლო მეოთხედში 19 ქულა ჩააგდო.

"გიოტინგენის" მთავარმა მწვრთნელმა მატჩის შემდგომ ინტერვიუში აღნიშნა და აღფრთოვანებით ისაუბრა ქართველ გულშემატკივრებზე

ეს იყო უმნიშვნელოვანესი გამარჯვება. ჯგუფიდან გასვლამდე ცოტა გვიკლია. საინტერესო მატჩი იყო, რომელსაც დამატებითი ხიბლი თსუ-ს გულშემატკივრობამ შესძინა. ასეთი ქომაგების წინაშე თამაში სტუმარი გუნდისთვისაც სასიამოვნოა.

ჟურნალისტის კითხვაზე: რა მოხდა, თსუ-მ ითამაშა ასე კარგად, თუ თქვენ – ცუდად?

გერმანული გუნდის მწვრთნელის პასუხი ასეთი იყო:

თსუ-ს 3 ნომერი, ანდრონიკაშვილი მოხდა! მეტს ვერაფერს ვიტყვი – რაც მოისურვა ყველაფერი გააკეთა, ვერაფერი მოვუხერხეთ.

"თსუ" ფიბა ევროპის თასის I ჯგუფში 1 მოგებით და 3 მარცხით, მესამე ადგილს იკავებს. ქართული გუნდი შემდეგ მატჩს 15 ნოემბერს კვიპროსში კერავნოსის წინააღმდეგ ჩაატარებს. 22 ნოემბერს კი თბილისში იტალიურ ვარეზეს უმასპინძლებს.

წყარო: პირველი არხი

სხვა სტატიები