Belive

საბერძნეთმა პოლონეთი გაანადგურა - იანისმა კვლავ იფრინა | მიმოხილვა

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
საბერძნეთში აკროპოლისის თასი იმართება, სადაც მასპინძლის გარდა, თურქეთის პოლონეთისა და საქართველოს ნაკრებებიც იღებენ მონაწილეობას. მასპინძელმა საბერძნეთის ნაკრებმა აკროპოლისის თასი პოლონეთის წინააღმდეგ მარტივი გამარჯვებით დაიწყო. ბერძნებმა პოლონელები 23 ქულიანი სხვაობით, 101-78 დაამარცხეს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მასპინძელთა რიგებში ითამაშა NBA-ს ვარსკვლავმა - იანის ანტეტოკუნმპომ. მასპინძლებმა თამაში 18-2 გაქცევით დაიწყეს და პირველი მეოთხედი 17-ქულიანი სხვაობით, 27-10 მოიგეს. თუმცა, თამაშში ინტრიგა საკმაოდ სწრაფად დაბრუნდა, რადგან პოლონეთმა მეტოქეს 17-1 გაქცევა გაუკეთა და ერთქულიანი სხვაობა დააფიქსირა (28-27). თუმცა მეორე მეოთხედში იანისმა თამაში იგრძნო, საბერძნეთი დაცვაშიც საკმაოდ კარგად ათამაშდა და შესვენებაზე 13 ქულიანი უპირატესობით, ანგარიშით 50:37 გავიდა. საბოლოოდ ორივე კლუბში გამორჩეული იანის ანტეტოკუნმპო იყო, რომელმაც პარკეტზე 20 წუთი გაატარა, რა დროშიც მისი მონაგარი: 24 ქულა, 4 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა იყო. შეგახსენებთ, რომ ხვალ, 18 აგვისტოს 22:00 საათზე მასპინძელ საბერძნეთს ვეთამაშებით, ხოლო 19 აგვისტოს 19:00 საათზე – პოლონეთს.

საბერძნეთი Vs. პოლონეთი | მიმოხილვა

სხვა სტატიები