Belive

რუსეთის სასამართლომ ბრიტნი გრინერის აპელაციის შესახებ იმსჯელა

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

რუსეთის სასამართლომ ბრიტნი გრინერის აპელაციის შესახებ იმსჯელა და მისი თხოვნა არ დააკმაყოფილა. ნარკოტიკული ნივთიერიების შენახვის გამო, ამერიკელ კალათბურთელს 9 წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გრინერი უკანონო პატიმრობაში იმყოფება და ყველა ღონეს იხმარს მის გასათავისუფლებლად.

შეგახსენებთ, ბრიტნი გრინერი 17 თებერვალს რუსეთში კანაფის შეტანის ბრალდებით დააკავეს. რუსეთის სასამართლომ WNBA-ს ვარსკვლავს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა - რის შემდეგაც მეორე ინსტანციაში აპელაციაც არ დაკმაყოფილდა.

ბრიტნი გრინერის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, სრული ინფორმაცია, შეგიძლიათ აღნიშნულ ბმულებზე იხილოთ.

სხვა სტატიები