როკას იოკუბაიტისი ევრობასკეტის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს
24 წლის როკას იოკუბაიტისი ლიეტუვის ეროვნულ ნაკრებს ევრობასკეტზე ვეღარ დაეხმარება. გავრცელებული ინფორმაციით ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი მუხლის სერიოზულ ტრავმას განიცდის, ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მას მარცხენა მუხლში წინა იოგების და მენისკის დაზიანება აქვს და მისი თამაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ოფიციალურად დასრულდა. ასევე გაირკვა, რომ ის მინიმუმ 6 თვე ვერ ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ იოკუბაიტისმა მუხლი ფინეთთან მატჩის დროს მეოთხე მეოთხედის დასაწყისში დაიზიანა, ტრავმა პარკეტზე ფეხის ცუდად დადგმამ გამოიწვია, ამის შემდეგ ის იატაკზე დაეცა და მოედნიდან კოჭლობით გავიდა.
როკასი შესანიშნავ ტურნირს ატარებდა, ის საშუალოდ 24 წუთს თამაშობდა და 17.3 ქულას, 2.5 მოხსნას, 1.5 ჩაჭრას, 8.5 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.
We wish a speedy recovery to Rokas, who will miss the remainder of #EuroBasket due to a knee injury 🙏 pic.twitter.com/WRzWld48CM
— FIBA EuroBasket (@EuroBasket) September 2, 2025