Belive

როდესაც ისტორიაში შესვლამდე 1 მოხსნა გაკლია, მაგრამ შენს თანაგუნდელს სხვა გეგმები აქვს

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე, უნიკალური რეკორდის დამყარება იყო შესაძლებელი, თუმცა მოვლენები სხვაგვარად განვითარდა.

სამხრეთ სუდანელმა კარლიკ ჯოუნსმა 17 ქულის, 14 შედეგიანი გადაცემისა და 9 მოხსნის დაგროვება შეძლო. მხოლოდ 1 მოხსნა დააკლდა იმისთვის, რომ სამმაგი დუბლი გაეფორმებინა და კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში გამხდარიყო პირველი მოთამაშე, რომელიც ამ რეკორდს დაამყარებდა.

მატჩის დასრულებამდე 30 წამით ადრე, ჯოუნსს მე-10 მოხსნის განხორციელება შეეძლო, რითიც პირველი მოთამაშე გახდებოდა, რომელიც კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე სამმაგ დუბლს გაიფორმებდა, მაგრამ თანაგუნდელს სხვა გეგმები აღმოაჩნდა...