Belive

რეალმა ევროლიგის ისტორია დაწერა

11 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ევროლიგის 1/4-ფინალური ეტაპის მე-5 შეხვედრაში, "რეალისა" და "პარტიზანის" დაპირისპირება შედგა. მადრიდში, "WiZink Center"-ში გამართული დრამატული მატჩი, "რეალის" გამარჯვებით 98:94 დასრულდა.

მადრიდში მოპოვებული გამარჯვების შედეგად, "რეალმა" ევროლიგის ისტორია დაწერა. "რეალი" გახდა პირველი გუნდი, რომელიც ევროლიგის პლეი-ოფში 0:2 მარცხდებოდა და სერიაში 3:2 გაიმარჯვა.

"პარტიზანის" ბარიერის გადალახვის შემდეგ, "რეალი" ასპარეზობას ოთხთა ფინალში განაგრძობს, სადაც "ბარსელონას" დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები