Belive

,,რატომ ვთამაშობთ თბილისში?'' - თურქეთის ნაკრების მწვრთნელი მაყურებლების რაოდენობით უკმაყოფილოა

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

თურქეთის საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ერგინ ატამანმა, მონტენეგროსთან მოგებული მატჩის შემდეგ, დარბაზში მყოფი მაყურებლების მცირე რაოდენობის გამო, უკმაყოფილება ვერ დამალა. თურქეთი ევრობასკეტის A ჯგუფში ასპარეზობს, რომელსაც თბილისი მასპინძლობს:

,,აქ NBA-ისა და ევროლიგის ბევრი ვარსკვლავი თამაშობს, მაგრამ დარბაზი ცარიელია. ახალგაზრდულ ტურნირებზეც კი უფრო მეტი ხალხია...

რატომ ვთამაშობთ აქ? ამ ატმოსფეროთი ვინმე კმაყოფილია?

დავიმსახურეთ თუ არა მოგება? ასე არ ვფიქრობ. ერთადერთი დადებითი ისაა, რომ ევრობასკეტი გამარჯვებით დავიწყეთ. დუბლიევიჩმა გაგვანადგურა. ბოდიშს ვუხდი მთელ თურქეთს ჩვენი კალათბურთის გამო,'' - ატამანის სიტყვებს ბერძნული გამოცემა - gazzetta.gr ციტირებს.

ევრობასკეტის A ჯგუფის პირველ ტურში თურქეთის ეროვნულმა ნაკრებმა მონტენეგროს 4-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 72:68 მოუგო.

ატამანის გუნდი მომავალ შეხვედრას შაბათს, 9 სექტემბერს, ბულგარეთის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები