ამერიკის სტუდენტურ ლიგაში "ილინოისმა", რომლის ღირსებასაც წარმოშობით ქართველი, გიორგი ბეჟანიშვილი იცავს "რატჯერსი" 99:94 დაამარცხა.
ქართველმა ცენტრმა 35 ქულა ჩააგდო და უნივერსიტეტის ისტორიაში პირველკურსელთა შორის ყველა დროის რეკორდი მოხსნა. ახალგაზრდა მოთამაშემ დეონ ტომასის რეკორდი გააუმჯობესა, რომელმაც 1990 წელს 34 ქულა აიღო.
ბეჟანიშვილმა 35 ქულა, 7 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. "ილინოისის" ოფიციალური Twitter გვერდი მის თამაშს ასე გამოეხმაურა: "დაუდგით ძეგლი ამ ბიჭს ახლავე".
"ილინოისი" შემდგომ მთამაშს სტუმრად ოჰაიოში "ოჰაიო სტეიტსთან" 14 თებერვალს გამართავს.