Belive

ქართველი კალათბურთელი აშშ-ში შეუჩერებელია (ვიდეო)

5 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
გიორგი ბეჟანიშვილი, კალათბურთელი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში თამაშობს, შეუჩერებელია. ის "ილინოისის" ღირსებას იცავს და გუნდის მთავარი ლიდერია. ბეჟანიშვილმა "ოჰაიოს" წინააღმდეგ 33 წუთი ითამაშა. ამ პერიოდში 13 ქულა, 7 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. ამ მაჩვენებლით ის საკუთარ გუნდში მხოლოდ ტრენტ ფრაზიერსა და აიო დოსუნმუს ჩამორჩა, რომლებმაც 15-15 ქულა მოაგროვეს. საბოლოოდ, "ილინოისმა" მეტოქე 56:63 დაამარცხა. შეგახსენებთ, რომ ქართველმა კალათბურთელმა სულ რამდენიმე დღის წინ უნივერსიტეტის ისტორიაში პირველკურსელთა შორის ყველა დროის რეკორდი მოხსნა. მან 35 ქულა მიითვალა. ახალგაზრდა მოთამაშემ  დეონ ტომასის რეკორდი გააუმჯობესა, რომელმაც 1990 წელს 34 ქულა აიღო.

სხვა სტატიები