Belive

ქართველების დაპირისპირება ესპანეთის ჩემპიონატში

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ესპანეთის ჩემპიონატის 31-ე ტურში ქართული დუელი გაიმართა: "გიპუსკოამ", რომელშიც ბექა ბურჯანაძე თამაშობს, "ბასკონია" მიიღო, რომლის ლიდერიც თორნიკე შენგელიაა. შეხვედრა "ბასკონიას" გამარჯვებით 77:87 დასრულდა. შენგელიამ მატჩი 13 ქულითა და 7 მოხსნით დაასრულა. რაც შეეხება ბურჯანაძეს, ბექამ 8 ქულა, 3 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. "ბასკონია" 48 ქულით მესამე ადგილზეა. პირველ ადგილზე მადრიდის "რეალია" 50 ქულით, მეორე ადგილზე კი "ბარსელონაა" 48 ქულით, რომელიც თავის შეხვედრას მეოთხე ადილოსან "ვალენსიასთან" დღეს ჩაატარებს. რაც შეეხება "გიპუსკოას", გუნდი 21 ქულით მე-16 პოზიციას იკავებს.

სხვა სტატიები