Belive

პოცეკო: ,,ჩვენი მიზანია, საქართველოს ნაკრების საუკეთესო მოთამაშეები შევაჩეროთ''

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ხვალ მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში საქართველოს ნაკრები იტალიას უმასპინძლებს. შესარჩევი ეტაპის მატჩებში იტალიის ნაკრებს NBA-ისა და ევროლიგის რამდენიმე მოთამაშე ვერ ეხმარება.

თამაშამდე იტალიელთა მთავარმა მწვრთნელმა, ჯანმარკო პოცეკომ, განაცხადა, რომ მისი გუნდის მიზანი, საუკეთესო ქართველი კალათბურთელების შეჩერება იქნება:

,,ჩვენი მიზანია, საქართველოს ნაკრების საუკეთესო მოთამაშეები შევაჩეროთ, პირველ ყოვლისა, შენგელია, შერმადინი და მაკფადენი. ჩვენი სიმაღლის გათვალისწინებით, ფარქვეშ კარგი, ტაქტიკური თამაში აუცილებელი იქნება. სხვა მხრივ, მინდა, რომ ჩემმა კალათბურთელებმა თამაშისგან სიამოვნება მიიღონ,'' - განაცხადა პოცეკომ.


იტალიის ნაკრების შემადგენლობა:

მარკო სპისუ - რეიერ ვენეცია

ნიკოლო მანიონი - ბოლონია

პოლ ბილიგა - მილანი

ამედეო ტესიტორი - რეიერ ვენეცია

ჯამპაოლო რიჩი - მილანი

რიკარდო მორასკინი - რეიერ ვენეცია

ტომაზო ბალდასო - მილანი

გულიელმო კარუზო - ვარეზე

მიკელე ვიტალი - რეჯო ემილია

ლუკა სევერინი - ტორტონა

ალესანდრო პაიოლა - ბოლონია

ჯონ პეტრუჩელი - ბრეშა

სხვა სტატიები