Belive

პორტლენდის ყოფილი კალათბურთელი გარდაიცვალა

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
53 წლის ასაკში, "პორტლენდის" ყოფილი კალათბურთელი კლიფ რობინსონი გარდაიცვალა. ამ წუთისათვის რობინსონის გარდაცვალების მიზეზი არ სახელდება. NBA-ში გატარებული 18 სეზონის განმავლობაში, კლიფ რობინსონმა "პორტლენდის", "ფინიქსის", "დეტროიტის", "გოლდენ სტეიტისა" და "ნიუ ჯერსის" მაისურები მოირგო. კარიერის განმავლობაში ჩატარებულ 1380 შეხვედრაში, რობინსონის მონაგარი 14.6 ქულასა და 4.6 მოხსას შეადგენს. კლიფ რობინსონის კარიერა 1989 წელს "პორტლენდში" დაიწყო, "ბლეიზერსის" შემადგენლობაში მან 8 სეზონი გაატარა და NBA-ს ფინალში ორჯერ იასპარეზა (1990, 1992). 1993 წელს, რობინსონი NBA-ს წლის საუკეთესო დაცვით კალათბურთელად დასახელდა. 1994 წელს რობინსონმა ოლ სტარის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

სხვა სტატიები