Belive

პირველი ვარჯიში ორლანდოში - ბითაძე დასაბრუნებლად ემზადება

1 წლის წინ კალათბურთი
2 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "ორლანდო მეჯიქის" 23 წლის ცენტრმა - გოგა ბითაძემ, მის ახალ კლუბში პირველი ვარჯიში ჩაატარა და პარკეტზე დასაბრუნებლად ემზადება.

მისი ვარჯიშის ვიდეო სოციალურ ქსელში "ორლანდო მეჯიქის" სტაფის წევრმა გაავრცელა.

ვარჯიშის შემდეგ კი ქართველმა ცენტრმა ჟურნალისტებთან ისაუბრა:

„აგენტმა დამირეკა და მითხრა, რომ რამდენიმე გუნდი იყო ჩემით დაინტერესებული. ზუსტად არ ვიცოდი რა იქნებოდა, თუმცა ყველაფერი სწრაფად მოხდა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ კონტრაქტი ამ გუნდთან გავაფორმე. „მეჯიქი“ ახალგაზრდული გუნდია. ვიცნობ მათ კალათბურთელებს და გუნდის წევრებს, ასე რომ მარტივი იქნება ჩემთვის აქ თამაში.

პირველ ვარჯიშზე ყველამ კარგად მიმიღო. როდესაც ხედავ, რომ შენი გუნდში ყოფნა უხარიათ, ეს ძალიან კარგია. მე ისღა დამრჩენია, რომ ბევრი ვიშრომო.

ეს ჩემი მეოთხე წელია NBA-ში. ჯერ კიდევ ახალგაზრდა მოთამაშე ვარ, რომელსაც თავდაუზოგავად მუშაობა უყვარს. ვფიქრობ სამწამიანში საკმაოდ დომინტანტური ვარ, დაცვაშიც ფარს კარგად ვიცავ და ვფიქრობ, ჩემი სრული პოტენციალი ჯერ კიდევ არ გამომივლენია. შემიძლია გუნდს გამარჯვების მოპოვებაში დავეხმარო. მთავარია ჩემი საქმე კარგად შევასრულო და ყველას დავანახო ის, თუ როგორი მშრომელი ვარ, ხოლო როდესაც შესაძლებლობა მომეცემა, 100%-ით დავიხარჯები".

სხვა სტატიები